გაკვეთილი ორ ქვეყანაში – „თამარიონში“ ინგლისური ენის სწავლების ახალი მეთოდოლოგია დაინერგა

ჩვენი სკოლა უკვე მესამე წელია გამომცემლობა “English Book Education”-თან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ინგლისური ენის სწავლების ახალი მეთოდოლოგია დაინერგა.
ახალი სახელმძღვანელოები ერთობლივი გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, რაც კულტურისა და ტრადიციების, გამოცდილების გაზიარების საფუძველია.
ამ შესაძლებლობის ფარგლებში 20 თებერვალს VIII/1 კლასში ინგლისურის პედაგოგის რენა ინდუაშვილის ხელმძღვანელობით სატესტო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და ნიგერიაში ერთდროულად გაიმართა და მასში ორივე ქვეყნის მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღნიშნული პროექტი “თამარიონში” გრძელდება და საერთო გაკვეთილები კვლავ დაიგეგმება სხვა ქვეყნებთან.
იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/reel/3274052446232749
Picture of tamarioni

tamarioni

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

About Venexy

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Recent Posts