Previous slide
Next slide

სკოლის მისია და რეგისტრაციის წესები

-02

მისია და მიზნები

სკოლა „თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს.

მიზნობრივი აღზრდა

სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდების პიროვნულ ზრდას, რათა გახდნენ ტოლერანტული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ წარმატებულ თვითრეალიზაციას.

განხორციელების სისტემა

სკოლა ქმნის თანამედროვე სისტემას განათლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების რეჟიმში.

განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმი

სკოლა მუდმივად იმართება და ახლდება, რათა შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და ახლებური მიდგომები სასწავლო პროცესში.

მოსწავლეთა მიღება

პირველ კლასში რეგისტრაციის წესები

პირველ კლასში მოსწავლეები მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრებისა და სასკოლო მზაობის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების გათვალისწინებით.

პირველ კლასში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: 

1. მშობლის განცხადება

2. დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

3. ორი ფოტოსურათი (3X4);

4. ჯანმრთელობის ცნობა;

5. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;

უფროსკლასელთა რეგისტრაციის წესები

მაღალ კლასებში მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით. თავისუფალი ადგილის არარსებობისას, მოსწავლეები განთავსდებიან სარეზერვო სიაში. ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია მსურველს მიაწვდის ინფორმაციას. 

II-XII კლასებში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: 

1. განცხადება

2. მოსწავლის პირადი საქმე (სკოლის ბეჭდით დამოწმებული);

3. დაბადებისმოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

4. ბრძანების ამონაწერი, მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის თაობაზე;

გადასახადი

2024-2025 სასწავლო წელს, სკოლის I-III კლასებში, სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4000  (ოთხიათასი) ლარს, სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

III-IX კლასებში 3500 (სამიათას ხუთასი ) ლარს, სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე;

XII კლასში 4000 ( ოთხიათასი) ლარს.

მშობელს საშუალება აქვს სწავლის ღირებულება გადაიხადოს ყოველთვიური გადახდის პრინციპით. შეღავათი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სამი, ან სამზე მეტი შვილი ერთდროულად დადის ჩვენს სკოლაში. (მესამე შვილი სრულად თავისუფლდება გადასახადისაგან) 

სიახლეები

სკოლა „თამარიონის“ X/2 კლასის მოსწავლე თიკა აბრამიშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია

სკოლა „თამარიონის“ X/2 კლასის მოსწავლე თიკა აბრამიშვილი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია. თიკამ ინგლისურ ენაში მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეორე ადგილი

Read More »

„თამარიონის“ მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია „მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“ წარმოადგინეს

სკოლა „თამარიონის“ VIII, IX და XI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნატალია ცერცვაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე ,,მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს”.

Read More »

სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი გაიმართა, რომელშიც სკოლა „თამარიონის“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტიც მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ

Read More »