• slider1
    slider1
  • slider
    slider
  • slider2
    slider2

"თამარიონი" - წარმატებული მომავალია

სკოლა „ თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს. სკოლა მიზნად ისახავს, აღზარდოს პიროვნული ღირსების მქონე მაღალი ეროვნული ღირებულებების მატარებელი. განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, ხელი შეუწყოს მოზარდებს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, განუვითაროს ისეთი უნარ–ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ თვითრეალიზაციას. ამ მისიის განსახორციელებლად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემას და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმში.

დაიწყო მოსწავლეთა მიღება 2016-2017 სასწავლო წლისათვის.

მიღება:

პირველ კლასში მოსწავლეები მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრებისა და სასკოლო მზაობის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების გათვალისწინებით.

პირველ კლასში მოსწავლეთა ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იყოს:

1. მშობლის განცხადება

2. დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

3. ორი ფოტოსურათი (3X4);

4. ჯანმრთელობის ცნობა;

5. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;

 

უფროს კლასებში ადგილების ვაკანსიების შემთხვევაში, მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით. თავისუფალი ადგილის არარსებობისას, მოსწავლეები განთავსდებიან სარეზერვო სიაში. ვაკანსიის გამოჩენის შემთვევაში სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის ინფორმაციას მსურველს.

II-XIIკლასებში:

1. განცხადება

2. მოსწავლის პირადი საქმე (სკოლის ბეჭდით დამოწმებული);

3. დაბადებისმოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

4. ბრძანების ამონაწერი, მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის თაობაზე;

 

2016-2017 სასწავლო წელს, სკოლის I საფეხურზე( I-VI) სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 1500 ( ათას ხუთასი) ლარს,

II საფეხურზე ( VII-IX) 1700( ათას შვიდასი) ლარს,ხოლო საშუალო საფეხურზე X-XI კლასებში 1800 (ათას რვაასი ) ,

XII კლასში 2000 ( ორიათასი) ლარს.

მშობელს საშუალება აქვს სწავლის ღირებულება გადაიხადოს ყოველთვიური გადახდის პრინციპით. შეღავათი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სამი, ან სამზე მეტი შვილი ერთდროულად დადის ჩვენს სკოლაში. (მესამე შვილი სრულად თავისუფლდება გადასახადისაგან).

Copyright © 2016. "თამარიონი"