სკოლის მისიის და რეგისტრაციის წესები
მისია და მიზნები
სკოლა „თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს.
მიზნობრივი აღზრდა
სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდების პიროვნულ ზრდას, რათა გახდნენ ტოლერანტული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ წარმატებულ თვითრეალიზაციას.
განხორციელების სისტემა
სკოლა ქმნის თანამედროვე სისტემას განათლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, რომელსაც ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების რეჟიმში.
განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმი
სკოლა მუდმივად იმართება და განახლდება, რათა შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და მოახლებური მიდგომები სასწავლო პროცესში.
მიღება
პირველი კლასის რეგისტრაციის წესები
უფროს კლასის რეგისტრაციის წესები
პირველ კლასში მოსწავლეები მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრებისა და სასკოლო მზაობის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების გათვალისწინებით.
პირველ კლასში მოსწავლეთა ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იყოს:
1. მშობლის განცხადება
2. დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);
3. ორი ფოტოსურათი (3X4);
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
უფროს კლასებში ადგილების ვაკანსიების შემთხვევაში, მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით. თავისუფალი ადგილის არარსებობისას, მოსწავლეები განთავსდებიან სარეზერვო სიაში. ვაკანსიის გამოჩენის შემთვევაში სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის ინფორმაციას მსურველს.
II-XIIკლასებში:
1. განცხადება
2. მოსწავლის პირადი საქმე (სკოლის ბეჭდით დამოწმებული);
3. დაბადებისმოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);
4. ბრძანების ამონაწერი, მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის თაობაზე;
გადასახადი
2024-2025 სასწავლო წელს, სკოლის I-III კლასებში, სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4000 (ოთხიათასი) ლარს, სწავლის ხანგღძლივობა 9-დან 18-სთ-მდე;
III-IX კლასებში 3500 (სამიათას ხუთასი ) ლარს, სწავლის ხანგღძლივობა 9-დან 15-სთ-მდე;
XII კლასში 4000 ( ოთხიათასი) ლარს.
მშობელს საშუალება აქვს სწავლის ღირებულება გადაიხადოს ყოველთვიური გადახდის პრინციპით. შეღავათი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სამი, ან სამზე მეტი შვილი ერთდროულად დადის ჩვენს სკოლაში. (მესამე შვილი სრულად თავისუფლდება გადასახადისაგან)
სიახლეები

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე “თამარიონში“
სკოლა „თამარიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ნინო განდელიძის, ნონა ჭიკაძის, ნატო ცერცვაძის და შორენა გავაშელიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მეხუთე და მეექვსე კლასელებმა, ასევე დაწყებითი