სკოლა „თამარიონში“ გაიმართა დაწყებითი კლასების პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „პროფესიის მიღმა“.
გამოფენის მიზანი იყო, დაენახა ყველას ის მრავალმხრივი ნიჭი, შემოქმედება და ინტერესები, რომლებიც მასწავლებლების პროფესიულ საქმიანობას სცდება.
პედაგოგებმა გამოფენისთვის წარმოადგინეს საკუთარი ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ფოტოები, დეკორატიული კომპოზიციები და სხვა ნამუშევრები, რომლებიც ნათლად ასახავდა მათ ინდივიდუალურ სტილსა და შემოქმედებით ხედვას.
იხილეთ ფოტოები:


