მოლის დღესასწაული „თამარიონში“

მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ უბრალოდ ქიმიის მოყვარულები 23 ოქტომბერს, მოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 
დღე, დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება და თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს.
სკოლა თამარიონის „ბიოვიტას“ წრის წევრებმა წელსაც აღნიშნეს მოლის დღესასწაული, რომელიც ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება.
წრის წევრებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რა არის მოლი და რატომაა იგი ასეთი მნიშვნელოვანი. დასკვნით ეტაპზე კი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო ექსპერიმენტები შესთავაზეს მოსწავლეებს.
ღონისძიება ზუსტი და საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: 
Picture of tamarioni

tamarioni

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

About Venexy

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Recent Posts