კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი გაიმართა, რომელშიც სკოლა „თამარიონის“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტიც მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ძირითად პრინციპებს საგანგებო სიტუაციებში სწორი და ეფექტიანი რეაგირებისთვის.
ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარებას, კერძოდ, დაზარალებულის მდგომარეობის სწრაფი შეფასება; სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ამოცნობა; გულის შეტევის, სისხლდენის, მოტეხილობებისა და სხვა ტრავმების დროს დახმარების გაწევა; ხელოვნური სუნთქვისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ტექნიკები.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორის – მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.



