სკოლა „თამარიონის“ XI/1 მოსწავლეები არაფორმალური განათლების ფარგლებში თავისუფალ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები უნივერსიტეტს საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის მიზნით ესტუმრნენ, რომლის ფარგლებშიც მათ კამპუსი დაათვალიერეს და საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
ვიზიტს კლასის დამრიგებელი ნატალია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა.




