„თამარიონი“ – ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა

სკოლა „თამარიონი“ ორგანიზაცია EENCE – Eastern European Network for Citizenship Education მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“ გამარჯვებულია.

პროექტის ფარგლებში სკოლაში სამი კვირის განმავლობაში მედიაწიგნიერების თემატიკაზე სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა (საინფორმაციო შეხვედრები, სტუმრის ვიზიტი, „რა?სად?როდის?“, სამაგიდო თამაშები და ა.შ.). პროექტის მიზანს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის უნარების გამომუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში სკოლა „თამარიონს“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ გვარამია და X/2 კლასის მოსწავლე ნუკი ხაბეიშვილი წარმოადგენდნენ. ისინი პროექტის დასაწყისში მედიაწიგნიერების თემაზე ტრენინგებს დაესწრნენ და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასკოლო პროექტის დაგეგმვაში გამოიყენეს. დასკვნით ღონისძიებაზე მათ სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ.

პროექტს „მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები თამთა ჯიჯავაძე და ირინკა ჯვარშეიშვილი ხელმძღვანელობდნენ და მასში 11 საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული.

 

.

Picture of tamarioni

tamarioni

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

About Venexy

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Recent Posts