სკოლა „თამარიონის“ V/1 კლასში ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ ჩატარდა. მოსწავლეები სამ გუნდად გადანაწილდნენ და განვლილი საპროგრამო მასალიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.
თამაში ორ ეტაპად გაიმართა და საბოლოოდ, 40 ქულით გამარჯვებული გუნდი „ვარსკვლავები“ გამოვლინდა. მას XI/1 კლასის მოსწავლეები უძღვებოდნენ და მუსიკალურად გააფორმა ამავე კლასის მოსწავლე, მარიამ ნარსიამ.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნატალია ცერცვაძის ინიციატივით გაიმართა.