სკოლა „თამარიონის“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტი ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს:
ფიზიკა (მასწავლებელი: ნონა კაპანაძე) – ხელთნაკეთი ელექტრო ძრავა და ელექტრომაგნიტი, ამერიკული მთები და ჰერონის შადრევანი.
მათემატიკა (მასწავლებელი: მაია ბარნაველი ) – მათემატიკური თამაშები ( ფიჭები და თავსატეხი რიცხვები), მათემატიკური ფოკუსი, ლეგო.
ბიოლოგია (მასწავლებელი: ნინო ხუნდიაშვილი) – დნმ აღმოჩენა, PH-ის განსაზღვრა პროდუქტებში, გენეტიკის ამოცანები მაგნიტურ დაფზე, მცენარეული და ცხოველური უჯრედების შედარება მიკროსკოპში.
ქიმია (მასწავლებელი: ნინო მოლაშხია) – ქიმიური ექსპერიმენტები, კურდღელზე ნადირობა, შუქნიშანი, ფარაონის გველები, თეთრი ბოლი.
გამოფენის ორგანიზატორი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო მოლაშხია გახლდათ.