5 June 2018
ეს არის სკოლა თამარიონის X კლასის მოსწავლე ლუკა ქორიძე , მან წარმატებით ჩააბარა გერმანული ენის გამოცდა გოეთეს ინსტიტუტში
და მიიღო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი , რომლის საშუალებითაც უფლება მოიპოვა მონაწილეობა მიეღოთ უდიდეს პროექტში,როგორიც არის „ ხიდი განათლებისკენ“. ლუკამ შეძლო ბრწყინვალეთ ჩაებარებინა ზეპირი გამოცდა გერმანელ პროფესორებთან რის შემდეგადაც ის უკვე არის მომავალი სტუდენტი გერმანიის ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი უნივერსიტეტისა BOXUMIS , რურის ოლქში, რომელმაც ის სრული დაფინანსებით მიიღო და სადაც სწავლის წლიური გადასახადი-20000 ევროს აღწევს.
ეს არის უდიდესი წარმატება და მიღწევა როგორც ლუკასი, ასევე სკოლა „თამარიონის“ და გერმანული ენის პედაგოგის შორენა ჯავახიშვილის.
სკოლა „ თამარიონი“ ულოცვას ლუკა ქორიძეს ამ წარმატებას და მომავლშიც უამრავს უსურვებს!
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.