25 April 2022
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა „თამარიონის“ სააქტო დარბაზში კონფერენცია სახელწოდებით „დედამიწის გლობალური პრობლემები“ გაიმართა.
კონფერენციას გეოგრაფიიის პედაგოგი ნინო წამალაშვილი ხელმძღვანელობდა
კონფერენციაზე XI კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის გლობალურ – ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ყურადღება გაამახვილეს პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე. მოსწავლეებმა კონფერენციაზე განიხილეს თემა: „მშვიდობა და განიარაღება“, რომელიც წინა პლანზე XXI საუკუნეში გადმოიწია.
„მეცნიერთა ვარაუდით ომის შედეგი იქნება – „ბირთვული ზამთარი“, რომლითაც საფრთხე შეექმნება ადამიანების სიცოცხლეს“ – აღნიშნა ნინი გოცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. ყოველი წლის 22 აპრილს 174 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია აღნიშნავს ამ დღეს.
იხილეთ ფოტოები:
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.