პროექტის მიზნობრივი ჯგუფია სკოლის დაწყებითი ( I-VI), საბაზო (VII-IX), საშუალო (X-XII) საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და საგნის მასწავლებლები.
სასკოლო პროექტი მოსწავლეებს უნვითარებს კვლევით, შემოქმედებით და სპორტულ უნარ–ჩვევებს. ასევე, მათ ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობა.
პროექტის განხორციელება დაიწყო ამა წლის მარტის თვეში და დასრულდება 2023 წლის მაისში.
სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება ჩვენს ფეისბუქ და ვებ გვერდებზე.