„თეატრი ჩვენი სახლია“ - “თამარიონის“ მოსწავლეები მოზარდმაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ

22 February 2022

მიუხედავად პანდემიისა, სკოლა ,,თამარიონის” მოსწავლეები, ყველა რეგულაციის დაცვით, მაინც აგრძელებენ საინტერესო და ნაყოფიერ ცხოვრებას თეატრთან ერთად.

ამჯერად, მე-7/1 და მე-8/1 კლასის მოსწავლეთა მასპინძელი მოზარდმაყურებელთა თეატრი გახლდათ, შექსპირის არაჩვეულებრივი კომედიით „აურზაური არაფრის გამო“.

სპექტაკლის ნახვის შემდეგ პატარა „თამარიონელები“ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სამყაროში არსებულ სიყვარულსა და სიძულვილს და კეთილსა და ბოროტს შორის უხსოვარ დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთისა და სიყვარულის გამარჯვება გარდაუვალია.