სკოლა „თამარიონში“ ღონისძიება „დედამიწა ზეიმობს გაზაფხულს“ გაიმართა

22 February 2022

სკოლა ,,თამარიონის“ მე-7 პირველი კლასის მოსწავლეებმა პროექტზე „შენობის ახალი სახე“ იმუშავეს. პროექტს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ფიქრია ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შენობების ახლებული ხედვა, შექმნეს შენობების მაკეტები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფური დავალების სახით და შემდეგ მოაწყვეს გამოფენა.

წარმოდგენისას მოსწავლეებმა პროექტის იდეებსა და მასალებზე ისაუბრეს, რომლებიც დავალების შესასრულებად გამოიყენეს.