22 February 2022
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა სწავლების მეთოდების სისტემაში პრაქტიკული ქიმიის როლი. დაკვირვებითა და ცდებით მოსწავლეები ეცნობიან ნივთიერებათა მრავალნაირ ბუნებას, აგროვებენ ფაქტებს შესადარებლად განზოგადებისა და დასკვნებისთვის. ქიმიის სწავლების პროცესში ექსპერიმენტების ჩართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ხელს უწყობს თეორიის ტრანსფერს პრაქტიკაში, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ასევე, ხელს უწყობს რწმენის ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარის განვითარებას. ექსპერიმენტი ერთდროულად ცოდნის მოპოვების ხერხია და აგრეთვე პრაქტიკის სახეობაცაა, რაც მის ჭეშმარიტებას ადასტურებს.
გამართული ქიმიის კაბინეტი ხელს უწყობს როგორც საგაკვეთილო, ასევე, კლასგარეშე თემების სრულყოფილად და პრაქტიკულად გააზრებას.
სწორედ ამ მიმართულებით სკოლა ,,თამარიონში’’ ქიმიის სწავლებისას რეგულაციებიის დაცვით, სწავლა ძირითადად წარიმართა ექსპერიმენტების/სცდების ჩატარების ფონზე. შემაჯამებელი ტესტური დავალების ფორმატი ჩაანაცვლა პრაქტიკულმა – ექსპერიმენტის მეთოდმა. ამ პროცესში მოსწავლეთა დაინტერესება და მაღალი მოტივაცია გამოიკვეთა, როგორც დაწყებით (ბუნებისმეტყველება), ასევე საბაზო საფეხურზე. მოსწავლეებმა პირველ სემესტრში ფარმაცეპტის და მკვლევარის როლი მოირგეს და საინტერესო ექსპერიმენტების მონაწილენი გახდნენ.
საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი: ნინო მოლაშხია
იხილეთ ფოტოები:
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.