სიკეთეს დიდი ძალა აქვს - საახალწლო საჩუქარი „თამარიონელებისგან“

10 January 2022

 ბარბარობის დღესასწაულზე სკოლა „თამარიონში“ დიდი ჟრიამული და დღესასწაული იყო. 

მოსწავლეებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს და შეგროვებული თანხით სხვებისთვის საახალწლო სურვილების ასრულება გადაწყვიტეს.

დღესასწაულზე შეგროვებული თანხით მოსწავლეები მრავალშვილიან ოჯახებს და ხანდაზმულებს დაეხმარნენ.

სიკეთეს ნამდვილად დიდი ძალა და აქვს მას ვერანაირი პანდემია ვერ შეაჩერებს.

„თამარიონელთა“ წყალობით ახალი წლის სასწაულები ახდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დღესასწაულში.