ბარბარობა “თამარიონში“ - ანგელოზები, ბევრი ტკბილეული და მხიარულება
30 December 2021
17 დეკემბერს, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სკოლა „თამარიონში“ ჩვეული მხიარულება სუფევდა.
როგორც ყოველთვის, წელსაც ეს დღესასწაული სკოლაში უჩვეულოდ დაიწყო. სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესასვლელშივე დახვდნენ პატარა ანგელოზები, თეთრი კაბებითა და სამკაულებით მორთულნი და მათთან ერთად დაიწყო დღე სიკეთითა და სიყვარულით სავსე.
ანგელოზები სტუმრებსა თუ მასპინძლებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ და მათგან უხვ სურვილებსა და სიყვარულს იღებდნენ.
მომღიმარი სახეები, ციმციმა თვალები და სიყვარული – სწორედ ასეთია ბარბარობის დღესასწაული სკოლა „თამარიონში“.