რა?სად?როდის?

4 February 2020

” აქ გამარჯვების დროშა ფრიალებს ! “

     საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული  ინტელექტუალური თამაშის  ,, რა ? სად? როდის? ‘’ მერვე სეზონის  ფინალურმა  შეხვედრამ მოლოდინს გაადაჭარბა,  სიტყვით  ძნელია და კალამიც უძლურია გადმოსცე ის ემოცია რომელიც დარბაზში სუფევდა 2020 წლის 31 იანვარს.

 მერვე სეზონის ინტელექტუალური თამაში სამ ეტაპად წარიმართა, სეზონის დასკვნით ტურში 2019 წლის მოაზროვნის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ   სათამაშო მაგიდასთან ისხდნენ : მარი კარტაშევას (კესო მენაბდიშვილი,  საბა ბოკუჩავა,   დათა ნოზაძე,  ნიკა მანუკოვი, ბარამიძე ანა-მარია, ანა ჩოხელი)   ლაშა ბერიანიძის (გიგა ქერდიკაშვილი,  დათო მელაშვილი , მარი ხეცაძე, ავთო სილაგაძე, გიორგი ყარაშვილი, მარიამ ბიბიჩაძე)   და ლუკა ქორიძის მარიამ მოსიავა ,    ნინი ზარანდია, ნია ბასარია, საბა მარღიშვილი, ნინი ხუციძე, ლუკა სხირტლაძე, )   მოაზროვნები.

    ფინალურ შეხვედრას უძღვებოდნენ წამყვანები – ლიზი წულუკიანი, ლუკა ფერაძე  და თანაწამყვანები:    ნინი მოსიავა, ქეთი ჩიტაძე, ნინი რთველაძე და გვანცა გიგაური.

             ორიგინალური იყო თამაშის გახსნა ნიკა ვადაჭკორიას მიერ წაკითხული ლექსით  ,, მრავალჟამიერ  გუგუნებდეს ხმა’’.    თამაშის ორიგინალურობა  მერვე სეზონში იმით გამოიხატა, რომ ფინალურმა ტურმა ვერ შესძლო გამარჯვებულის გამოვლენა. ძირითადი კითხვები ჩაანაცვლა დამატებითმა კითხვებმა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ბრძოლა ცოდნის მაქსიმალური შესაძლებლობის გამოვლენისათვის, რომ დარბაზში მართლაც   მტკვარიც და არაგვიც გუგუნებდა,   მთამაც  და ტყემაც იმღერა და საბოლოოდ ორივე გუნდისთვის   გამარჯვების სიმღერაც  შექმნა.

       საპატიო დერეფანი ამაყად გაიარეს  ლუკა ქორიძისა და ლაშა ბერიანიძის გუნდებმა.

           ინტელექტუალებისათვის კითხვები შეადგინეს პედაგოგებმა: ნონა კაპანაძემ,  ნინო მოლაშხიამ,  მაია ძმანაშვილმა და  ნინო ხუდიაშვილმა, ხოლო სტუმრის სტატუსით საინტერესო კითხვით მოაზროვნეების წინაშე წარსდგა დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში -ქეთევან ხაბულიანი.

          2019 წლის ინტელექტუალური თამაშის –  ,, რა? სად? როდის?”  მაგისტრი გახდა  – ლუკა ქორიძე.

      ფინალური ტური მუსიკალური ნომრით  გაალამაზეს   მოსწავლეებმა :  ლიკა მახარაშვილმა, ლექსო ჩოხელმა  და ანდრია წერეთელმა.

       ,, ტროპიკული პაუზა’’; ულამაზესი ტორტი’’; საპატიო დერეფანი’’; ,, პრიზები’’; ,, დაჯიდოებები’’  თან ახლდა ფინალურ ტურს.

      მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ  –  გულიკო კვიციანს, ფინანსურ დირექტორს -ქალბატონ   ინგა ამირანაშვილს მაქსიმალური თანადგომისთვის.

  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის   თავმჯდომარე   ნინო მოლაშხია