,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია."
8 December 2019
სკოლა ,,თამარიონის” მე-12 კლასის მოსწავლემ, ლუკა ქორიძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტში – ,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია.” საქართველოში გამოცხადდა კონკურსი, რომლის საფუძველზე უნდა შერჩეულიყო გერმანიაში გასამგზავრებელი ორი მოსწავლე. გამარჯვებული ლუკა ქორიძე სასტიპენდიო პროგრამის ,,ხიდი განათლებისაკენ” ფარგლებში ლექციებს დაესწრო და გაიარა პრაქტიკული სამუშაოები გერმანიის სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებში (ბოხუმის, რურის, ესენ-დუისბურგისა და დორტმუნდის). სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ლუკა ქორიძეს მომავალ გამოცდებში, რომელიც 22 და 25 აპრილს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება.