სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი ( დ. კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით)
3 June 2019
კიდევ ერთი ლამაზი, შთამბეჭდავი, ემოციებით აღსავსე დღე სკოლა ,,თამარიონში.” მე-7 პირველი კლასის უნიჭიერესმა მოსწავლეებმა-პატარა მსახიობებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი ( დ. კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით). ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა კლდიაშვილის იმერეთში. მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა საქართველოს ეს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული მხარე თავისი იუმორით, სიმღერით, ცეკვით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დიალექტით. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა ბაჩო ტიტვინიძემ. დეკორაციაზე იზრუნა ფიქრია ტაბატაძემ. მე-7 პირველი კლასის ხელმძღვანელი – ხათუნა კაშია