,,თამარიონში” ტრადიციად იქცა წლის ბოლოს სასკოლო ცხოვრების გალამაზება ღონისძიებებით.
ამჯერად მე-9 მესამე კლასის მოსწავლეებმა გაგვაკვირვეს. მათ სცენაზე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი ზღაპარი ,,კონკია.”
სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ. ისინი თავისუფლად და შეუფერხებლად მეტყველებდნენ ინგლისურ ენაზე (დიდი მადლობა პედაგოგ თამარ ანდღულაძეს).
კოსტუმირებული სპექტაკლი დიდ ზეიმად იქცა.
სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა ნატო აბრამიშვილმა და ჩვეულებისამებრ კვლავ დაგვარწმუნა თავის მაღალპროფესიონალიზმში.