2019 წლის 6 მაისს, სკოლა ,,თამარიონში” მე-8 მეორე კლასის მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო შეხვედრა პოეტ, პროზაიკოს და დრამატურგ ნინო სადღობელაშვილთან. სიტყვებით ძნელია გადმოსცე ის ემოცია, სიხარული და სითბო, რომელიც თან სდევდა ამ შეხვედრას. ღონისძიების პირველ ნაწილში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან. ქალბატონმა ნინომაც მსმენელებს წაუკითხა საკუთარი ლექსი. დიდმა ტკივილმა მოიცვა დარბაზი, როდესაც ეკრანზე ფილმ ,,ბამბაზიის სამოთხის” ფინალური სცენა იყო წარმოდგენილი. რითმიდან ამოვარდნილი ,,მოდგაფუნე” გულით უსმენდნენ მოსწავლეები მწერლის საინტერესო საუბარს, თუ როგორ გახდა მოთხრობა ,,ბამბაზიის სამოთხე” სპექტაკლის და შემდეგ კინოსცენარის საფუძველი. შეხვედრის მეორე ეტაპი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გულღია და უშუალო იყო მწერლის პასუხები მოსწავლეთა შეკითხვებზე. მერვეკლასელებს გვერდით დაუდგნენ უფროსკლასელები და ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზეს ლექსებითა და სიმღერებით.
ეს შეხვედრა არასოდეს წაიშლება დარბაზში მყოფთა მეხსიერებიდან. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, თბილი და სასიამოვნო შეხვედრისათვის. ნინო მოლაშხია