,,The Lion King” – სპექტაკლი, რომელიც ინგლისურ ენაზე წარმოგვიდგინეს მე-7 კლასის უნიჭიერესმა მოსწავლეებმა-პატარა მსახიობებმა. უღრმესი მადლობა ჩვენს პატარებს და მათ არაჩვეულებრივ, ენერგიულ, კრეატიულ და ყველასათვის საყვარელ პედაგოგს – რენა ინდუაშვილს ასეთი არაჩვეულებრივი წარმოდგენისათვის. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა – ნატალია აბრამიშვილმა, ხოლო სპექტაკლის დეკორაციაზე და მსახიობების გრიმზე იზრუნა ჩვენი სკოლის ხელოვნების პედაგოგმა – ფიქრია ტაბატაძემ.