წიგნი ადამიანის შეუცვლელი მეგობარია. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგვიძლია მათ მივმართოთ. წიგნები არასოდეს გვიღალატებენ. სწორედ წიგნისა და ჩვენი მოზარდების დამეგობრების მიზნით სკოლა ,, თამარიონში” ამოქმედდა პროექტი ,, ჩვენ და ბიბლიოთეკა”. პროექტში აქტიურად არიან ჩართული მე- 5 და მე- 6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. პროექტი მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. წლის ბოლოს გამორჩეული მკითხველები აუცილებლად დაჯილდოვდებიან. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნორჩ მკითხველებს!