,,ჩემი საქართველო აქ არის!” – ასე დაასათაურეს ორგანიზატორებმა სკოლა ,,თამარიონში” ჩატარებული გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამო გახსნეს ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა წამყვანებმა: 1. ლიზი წულუკიანმა 2. გიორგი ქერდიკაშვილმა 3. ქეთა კოვზირიძემ 4. ბახვა დავლაშერიძემ 5. მერიანა მარგველაშვილმა 6. დაჩი მამისაშვილმა კლასებმა ორიგინალურად წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე გააცოცხლეს საქართველოს თითოეული კუთხე, იქ შენარჩუნებული ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.
დარბაზში არსებული მუხტი და ქართული შემართება დიდხანს გაჰყვება ,,თამარიონელებს” და მათ სტუმრებს.