5 June 2018
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დაამთხვია სკოლა “თამარიონმა”
ტრადიციად ქცეული მეთორმეტე კლასელთა საზეიმო გაცილება.
მანტიებით შემოსილი კურსდამთავრებულნი დალოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა გულნარა კვიციანმა და სკოლის ფინანსურმა დირექტორმა ქალბატონმა ინგა ამირანაშვილმა.
საღამოს უძღვებოდა დირექტორის მოადგილე თათია გურგენიძე.
მშობლიურ სკოლას თბილი სიტყვებით მოეფერნენ და მადლობა გადაუხადეს ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა:
1.გიორგი ყარეგიშვილმა (ოქრო)2.ბახვა დავლაშერიძე (ოქრო)3.ანი შველიძე (ოქრო)4.ბესიკ მეკინულოვმა (ვერცხლი)5.ვიქტორია ბახტურიძე (ვერცხლი)6.გიორგი ტარზიანმა (ვერცხლი)
საზეიმო საღამო ფეიერვერკებით დასრულდა.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება კურსდამთავრებულთათვის,
როგორც სიმბოლო მათი ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულებისა
და დიდი წარმატებების დასაწყისისა