4 June 2018
პირდაპირი გზა გერმანიის უნივერსიტეტებისკენ!
პროგრამის “ხიდი განათლებისკენ” მიზანია გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად და გერმანიის სოციალურ და სასწავლო გარემოში ადაპტაციისათვის იმ მოსწავლეების მომზადება, რომლებიც მე-10 კლასში არიან, განსაკუთრებით ვინც დაინტერესებული არიან ტექნიკური (მათემატიკა, ინფორმატიკა) და საბუნებისმეტყველო საგნებით და ფლობენ გერმანულ ენას სულ მცირე A2.2 – დონეზე.
ის მოსწავლეები , რომლებ ჩააბარებენ გამოცდას , მიიღებენ სერთიფიკათს და წარმატებით გაივლიან გასაუბრებას გერმანელ პროფესორებთან გარანტირებული არიან უფასოდ ისწავლონ გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტებში.
2016 წლის სექტემბრიდან, სკოლა „თამარიონში“ დაიწყო ფუნქციონირება გერმანული ენის გაძლიერებული სწავლების ჯგუფებმა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისათვის პროექტში : „ ხიდი განათლებისკენ“ ჩართვის ხელშეწყობას და მზადებას ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის.
პროექტის ხელმძღვანელია გერმანიაში კვალიფიცირებული, გამოცდილი პედაგოგი, შორენა ჯავახიშვილი , რომელიც საერთაშორისო სწავლების დამადასტურებელ დიპლომს ფლობს.
2018 წლის იანვარში, სკოლა თამარიონის X კლასის ოთხმა მოსწავლემ :
ნინო ზარანდიამ, ლუკა ფერაძემ, ლუკა ქორიძემა და ნიკა შინჯიკაშვილმა წარმატებით ჩააბარეს გერმანული ენის გამოცდა გოეთეს ინსტიტუტში და მიიღეს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი , რომლის საშუალებითაც უფლება მოიპოვეს მონაწილეობა მიეღოთ უდიდეს პროექტში, როგორიც არის „ ხიდი განათლებისკენ“.
სამმა მოსწავლემ : ნინო ზარანდიამ, ლუკა ქორიძემ და ლუკა ფერაძემ შეძლეს გადასვლა მეორე ტურში. მათ გაიარეს ურთულესი ზეპირი გამოცდა გერმანელ პროფესორებთან.
ეს არის უდიდესი წარმატება, რისათვისაც სკოლა „თამარიონი“ მადლობას უხდის გერმანული ენის პედაგოგს შორენა ჯავახიშვილს.
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.