15 May 2018
სკოლა ,,თამარიონის’’ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“.
პროექტის მიზანი იყო VIII კლასებში საბუნებისმეტყველო საგნებში ყველაზე ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეების გამოვლენა.
ფინალში ,,ეტალონი-2018“-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლეს ლუკა სხირტლაძემ, ანა კეკუტიამ და მარიამ არაბულმა.
საუკეთესო შედეგით პროექტის გამარჯვებული გახდა-ლუკა სხირტლაძე.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით, ხოლო,,ეტალონ-2018’’-ის გამარჯვებული- დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრით.
ინტელექტუალურ პაექრობას უძღვებოდა მეცხრე კლასისმოსწავლე ლიზი წულუკიანი.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ,,თამარიონის’’ სკოლასთან არსებულმა სტუდიის პატარა მომღერლებმა ნატო აბრამიშვილის ხელმძღვანელობით
და მეათე კლასის მოსწავლეებმა ბაჩი ზედგენიძემ და მიშო ფირცხალაიშვილმა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხია