,,თსუ-ელი თამარიონელები და თამარიონელი თსუ-ელები"

22 February 2018

2018 წლის 8 თებერვალს სკოლა ,,თამარიონში” ჩატარდა თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო ,,თსუ-ელი თამარიონელები და თამარიონელი თსუ-ელები,” სადაც შეიკრიბნენ თსუ-ს აღზრდილი პედაგოგები და ,,თამარიონის” კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტები.
ეს შეხვედრა იყო დასკვნითი ეტაპი დიდი პროექტისა ,,თსუ-100.” პროექტის (ხელმძღვანელი: ნ.შველიძე) ფარგლებში IX-X-XI კლ. მოსწავლეები იმყოფებოდნენ თსუ-ში, შეხვდნენ ყოფილ ,,თამარიონელებს” ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს დავით მჭედლიშვილს და სტუდენტებს. მათ ლექცია წაუკითხა პროფესორმა ზაზა გოგინავამ.
მოსწავლეთა ძალებით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია ,,ქართული საგანმანათლებლო ცენტრები.”