საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა
,, ლამაზი და ემოციური დღე სკოლა თამარიონში.’’
2018 წლის 15 იანვარი – ლამაზი და ემოციური დღე სკოლა თამარიონში. ინტელექტუალური თამაშის ,, რა? სად? როდის’’ (ორგანიზატორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა) საიუბილეო ფინალზე სხვადასხვა თაობის ინტელექტუალები შეიკრიბნენ. თამაშს უძღვებოდა IX კლასის მოსწავლე ლიზი წულუკიანი. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ბახვა დავლაშერიძისა ( ბესო მეკინულოვი, გიორგი ყარეგიშვილი, ბაჩანა კაპანაძე, გიორგი ტარზიანი, ნიკა ზაქაიძე) და ბაჩუკი დალაქიშვილის ( გიორგი კონსტანტინიდი, ავთო დვალიშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, გიორგი ჯამასპისშვილი, ლუკა ბაკლაგა) მოაზროვნეთა გუნდები. თამაშის მსვლელობისას წამყვანმა სიამოვნებით დაუთმო ადგილი ,,ვეტერან წამყვანებს’’- ყოფილ თამარიონელებს გივი ნეფარიძეს და თიკო ხორავას.
დაძაბული ბრძოლის შედეგად 2017 წლის საუკეთესო ინტელექტუალის ტიტული მოიპოვა ბახვა დავლაშერიძის გუნდმა, ხოლო წლის მაგისტრად ერთხმად დასახელდა ბახვა დავლაშერიძე.
ინტელექტუალებს არც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გამორჩენიათ მხედველობიდან. დროშის აღმართვის საპატიო მისია შეასრულეს მეორე კლასის მოსწავლეეებმა კახი კერესელიძემ და დემეტრე ბუცხრიკიძემ.
დაძაბული თამაშის განტვირთვას მუსიკალური ნომრებით ახერხებდნენ მეათე კლასის მოსწავლე ბაჩი ზედგენიძე და სკოლის დაწყებითი კლასის აღსაზრდელები ნატო აბრამიშვილის ხელმძღვანელობით .
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხია
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.