სტუმრად პოლიციის აკადემიაში

16 November 2017

საქართველოს შსს-ს აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს “ერთი დღე აკადემიაში”.აღნიშნული პროექტის ფარგლებში შპს “თამარიონის” IXდა Xკლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები შორენარეხვიაშვილი და მაია ბარნაველი ეწვივნენ აკადემიას, სადაც ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო კურსებსა პრაქტიკულ სამუშაოებში.

მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტირება. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც – მარიამ მოსიავა, გიორგი მელაშვილი და ნინო ხუციძე, რომელთაც გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ასევე პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი აკადემიის სიმბოლიკით.

აკადემიაში მოგზაურობა გაგვიწია ჩვენივე სკოლის კურსდამთავრებულმანათია ხუციშვილმა, რომელიც აღნიშნულ აკადემიაში ინსტრუქტორად მუშაობს. ურრმესი მადლობა მას გულთბილი მიღებისთვის. მადლობა შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს იმ ლამაზი და სასიამოვნო დღისთვის, რომელიც ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.