გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდის პანთეონში

1 November 2017

ამა წლის 21 ოქტომბერს სკოლა თამარიონის Iკლასის მოსწავლეები პედაგოგ რ.ცირეკიძესთან ერთად იმყოფებოდნენ მთაწმინდის პანთეონში.

პატივი მიაგეს  ი.გოგებაშვილის საფლავს. იქვე ჩატარდა მინი გაკვეთილი საანბანო პერიოდძე გადასვლასთან დაკავშირებით.

იმავე დღეს იყო დიდი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღე.

პატარებმა მასწავლებელთან ერთად მოძღვრის კურთხევით სანთლები დაუნთეს მის ხსოვნას და დაესწრნენ მისი სულის მოსახსენიებელ პარაკლისს

პატივი ქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს – კონსტანტინე გამსახურდიას. ეს დღე ყველასთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო.