12 September 2017
ღია წერილი ,,თამარიონს:“
მე,რატი კობახიძემ სკოლა ,,თამარიონის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ, გადავწყვიტე მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც არ ჩაიწერება სახელმძღვანელოებში, რომელსაც არ ასწავლიან მომავალ თაობებს, მაგრამ, რომელიც მუდამ დაიკავებს ადგილს ჩემი და ჩემი კლასელების გონებასა და გულებში. ეს არის ისტორია სილაღისა, გართობისა, ლამაზი დღეებისა, უკვდავი მოგონებებისა. ამ ისტორიის მოქმედებები „თამარიონში“ მიმდინარეობდა. პერსონაჟები ყველანი ჩვენ ვართ: დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ამ ისტორიის თითოეულ დღეს და თითოეულ წამს. დღეს, როდესაც მე ვტოვებ სკოლა ,,თამარიონს“, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოვედი ბავშვი და აქედან მივდივარ პიროვნება, რომელიც ღიაა შემდგომი დახვეწისა და განვითარებისთვის.
შეუძლებელია არ მოვიხსენიო ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს ლამაზი და მნიშვნელოვანი ისტორია. დირექციის წევრები, რომელთა გადაწყვეტილებების მიღმა, პირადად მე, ყოველთვის ვგრძნობდი მათ უდიდეს სურვილს დავეცავით ჩვენ, ხანდახან ჩვენი საკუთარი თავებისგანაც კი. ასეთი მზრუნველობა იმსახურებს ჩემი მხრიდან განსაკუთრებულ მადლობას.აქაური მასწავლებლები ისინი არიან, ვინც, ჩემი აზრთ, გამოარჩევენ კიდეც სკოლა ,,თამარიონს“ სხვა სკოლებისგან. ადამიანები, რომლებიც აღმოჩდნენ არა უბრალოდ პედაგობები, არამედ მეგობრები. დღეს, როდესაც ჩვენი მასწავლებლურ-მოსწავლური ურთიერთობა ოფიციალურად სრულდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და გაძლიერდება.
ახლა კი მოგმართავთ თანატოლებს, აწ უკვე სკოლა დამთავრებულებს: ჩვენ დავასრულეთ ცხოვრების ის ეტაპს, რომელიც მეტჯერ არ განმეორდება. და ვდგავართ ყველაზე დიდ გზაგასაყართან, რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, მთელი ის გარემო, რასაც 12 წელივეჩვეოდით – აღარ იქნება. ყოველდღიურად ვეღარ დაინახავთ ძველ და კარგად ნაცნობ სახეებს. ყველაფერი იქნება ახალი და განსხვავებული. ეს შეიძლება გაშინებდეთ, ეს შეიძლება გაბრკოლებდეთ, მაგრეამ გახსოვდეთ, რომ მოძრაობა, ცვლილება არის ყველაფრის წინაპირობა, მაშ ჩვენც ნუ გავჩერდებით, ნუ დავბრკოლდებით, მთელი ჩვენი ძალებით, დავიძრათ წინ, სიახლეებისკენ, თავგადასავლებისკენ, მომავლისაკენ.და მაშინ, როდესაც მოგინდებათ წარსულში გადმოხედვა, მოგენატრებათ ეს დღეები, და გპირდებით, ეს აუცილებლად მოხდება, ნუ აცრემლიანდებით, რადგანაც დასრულდა, გაიღიმეთ, რადგანაც მოხდა!
ჩვენ მივდივართ, მაგრამ სკოლა რჩება, ისტორია გრძელდება, იცვლებიან მხოლოდ პერსონაჟები. 2 წლის განმავლობაში მე, რატი კობახიძე, ვიწოდებოდი სკოლა „თამარიონის“ საუკეთესო საუკეთესო მოსწავლედ, საუკეთესო თამარიონელად, მე ვტოვებ სკოლას და დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის გადაწყვეტილებით ეს ტიტულიც ოფიციალურ შეხვედრაზე გადავეცი X კლასის მოსწავლეს ბაჩუკი დალაქიშვილს, რომელიც გამორჩეულია უნერებით, თავისი ცოდნით, ადამიანი, რომელსაც ელის დიადი მომავალი. ვუსურვებ მას დიდ წარმატებებს.
რატი კობახიძე
სკოლა „თამარიონის“ XII კლასის მოსწავლე
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.