21 May2017 სკოლა “თამარიონში” დასრულდა მათემატიკის კვირეული, რომელიც გამოირჩეოდა დიდი აქტივობითა და მრავალფეროვნებით. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო პროექტები:
“საზომი ერთეულები” (V კლ. პედაგოგი-ქეთინო მჭედლიშვილი)
“კვადრატული ფუნქცია და მისი გამოყენება” (IX კლ. პედაგოგი-მაია ბარნაველი)
კვირეული დასრულდა შიდა სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა (ლუკა ფანჩულიძე, დავით მერაბიშვილი, კოტე ბარბაქაძე, ანა ჩოხელი) დაჯილდოებით. მათემატიკის კათედრა ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებებს.