„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“

30 April 2017

2017 წლის 25 აპრილს სკოლა „თამარიონში“ ჩატარდა აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“,

რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა და მშობლებმა.

მათ სისხლის მაქსიმალური ნორმა უანგაროდ ჩააბარეს სკოლაში სპეციალურად მოწვეულ სისხლის ნაციონალურ ბანკს.

აქციის მიზანია იმ მრავალრიცხოვან ავადმყოფთა დახმარება, რომელთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა.

ერთი უანგარო დონორის მიერ გაღებულ სისხლს სამი ადამიანის გადარჩენა შეუძლია!