"საქართველო ტუბერკულოზის გარეშე"

2 April 2017

საქართველო ტუბერკულოზის გარეშე

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა „თამარიონის“ X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში „საქართველო ტუბერკულოზის გარეშე“. (პროექტის ავტორები: X1 კლასის მოსწავლე დაჩი მამისაშვილი სამედიცინო ბიოლოგიის მასწავლებელი: ნინო ხუნდიაშვილი).

 

პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა: სამედიცინო ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო ხუნდიაშვილმა წაიკითხა ლექცია ტუბერკულოზის შესახებ, მოსწავლეებმა გამოსცეს კედლის გაზეთი, დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს 24 მარტს დაურიგეს სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და თანატოლებს. პარალელურად მათ მოიძიეს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოამზადეს თემები და კონფერენციაზე წარადგინეს დირექციის, პედაგოგებისა და თანატოლების წინაშე.

პროექტი დაფინანსდა USAID PH international მიერ სამოქალქო განათლების პროგრამა ,, მომავლის თაობის ‘’ ფარგლებში.