5 February 2017
2017 წლის 24 იანვარს სკოლა-ლიცეუმ “თამარიონში” ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” ფინალური შეხვედრა.
დასახელდა 2016 წლის მაგისტრი . . .
ლოდინი. . . მოლოდინი . . . მფლობელი. . .
„ყურადღება! დღეს სამშაბათია, 2017 წლის 24 იანვარი და ჩვენ ვიწყებთ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალურ ტურს – აცხადებს წამყვანი, მე-12 კლასის მოსწავლე თიკო ხორავა…
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ,ტრადიციულად,კიდევ ერთი შთამბეჭდავი და საინტერესო პროექტი დაასრულა.
როგორც ყოველთვის, ინტელექტუალურ თამაშს ,, რა? სად? როდის?’’უამრავი გულშემატკივარი ადევნებდა თვალყურს.
ფინალში თამაშისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ: ბახვა დავლაშერიძის, თათიაგოცირიძის, ვიკა ბახტურიძის, დიმიტრი კოხრეიძის, რეზი ამირანაშვილის და ეკა მაჭარაშვილის მოაზროვნეთა გუნდები.
2016 წლის მოაზროვნეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთიცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. დიმიტრი კოხრეიძის ექვსეულიღირსეულად დაეუფლა ,,სიბრძნის ბუს“.
2016 წლის ინტელექტუალური თამაშის – ,, რა? სად?როდის?” მაგისტრი გახდა – X კლასის მოსწავლე ბაჩუკი დალაქიშვილი.
სკოლის დირექციამ დააჯილდოვა წლის ,,საუკეთესო მოაზროვნეები”: სოფო მახნიაშვილი, ანი კონსტანტინიდი, ლევან მოდებაძე, მიხეილ მარგოშვილი, გუნდის კაპიტანი – დიმიტრი კოხრეიძე და 2016 წლისმაგისტრი ბაჩუკი დალაქიშვილი.
სკოლა „თამარიონი“ ყოველთვის ამაყობდა და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთხელ იამაყებს თავისი წარჩინებული კურსდამთავრებულებითა და მოსწავლეებით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხია
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.