ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ფინალი

25 December 2015

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ტრადიციულად კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ჩაწერა სკოლა ,,თამარიონის’’ ისტორიაში 2015 წლის 25 დეკემბერს. „ყურადღება! დღეს პარასკევია, 2015 წლის 25 დეკემბერი და ჩვენ ვიწყებთ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალს!“ – აცხადებს წამყვანი, XII კლასის მოსწავლე თორნიკე ყაფლანიშვილი.

„დღეს ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სკოლა ,,თამარიონის’’ 2015 წლის მოაზროვნეთა ექვსეული და დავასახელოთ წლის მაგისტრი,” აგრძელებს თანაწამყვანი, XI კლასის მოსწავლე მარიამ გოგალაძე.

დარბაზში აჟღერებული ჰიმნი, აფრიალებული დროშა, საპატიო დერეფანი, ფერად-ფერადი შუშხუნების გაშვება, დიპლომები, საჩუქრები, ულამაზესი ტორტი და მუსიკალური ნომრები, ,,ტროპიკული პაუზა“ ამაღლებულ განწყობას უქმნის მოაზროვნეებს…

გარდამავალი პრიზი ,,სიბრძნის ბუ“ 2014 წლის მოაზროვნეებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს თორნიკე ჩოგოვაძის ექვსეულს .

სკოლის დირექციამ დააჯილდოვა: 2015 წლის ,,საუკეთესო თამარიონელის” წოდების მფლობელი რატი კობახიძე, 

სკოლა თამარიონის 2015 წლის ,,საუკეთესო ინტელექტუალი” და

2015 წლის ინტელექტუალური თამაშის – ,, რა? სად? როდის?” მაგისტრი თორნიკე ჩოგოვაძე. 

2015 წლის ,,საუკეთესო მოაზროვნეები”: ირაკლი ხუციძე , ანა ბარბაქაძე, ბახვა დავლაშერიძე, ნიკა ჭელიძე, გიორგი ტარზიანი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა

კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხია