საჩვენებელი გაკვეთილი ქიმიაში

2 June 2015

საჩვენებელი გაკვეთილი.

საგანი -ქიმია

პედაგოგი- ნინო მოლაშხია

კლასი- VII

გაკვეთილის ტიპი -ახალი მასალის ახსნა.

 

გაკვეთილის თემა: ქიმიური რეაქციის ნიშნები და მიმდინარეობის პირობები.

აქტივობის მიზანი და მისაღწევი შედეგები: მოსწავლე აღწერს ნივთიერებათა თვისებებს და მსჯელობს მათი ცვლილების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ატარებს ცდებს ნივთიერების ფიზიკური და ქიმიური ცვლილებების გამოსარკვევად, მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე, მსჯელობს ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს შორის არსებულ განსხვავებაზე. ცდის პროცესში აკვირდება ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს.აანალიზებს ქიმიური რეაქციის ნიშნებს და მსჯელობს მიმდინარეობის პირობებზე. მონაცემს წარმოადგენს ცხრილის სახით.