ქ. თბილისის შპს “თამარიონი” სკოლა დაარსებულია 1996 წელს. სკოლა ემსახურება ეროვნული ღირებულებების მატარებელი, განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, პასუხისმგებლობის მქონე მოზარდის აღზრდას, რაც ხელს უწყობს მის მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა ისწავლება რელიგიის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ხატვა, რიტმიკა, ჭადრაკი. ფუნქციონირებს გობელენზე მუშაობის, ქართული, ევროპული და ლათინოამერიკული ცეკვების წრეები, ჩონგურის, ფორტეპიანოსა და გიტარის კლასები. ისწავლება ლოგიკა და ზოგადი უნარები.
სწავლება სკოლაში სამ საფეხურიანია. I-II საფეხურებზე გაძლიერებულ მშობლიურ ენასა და მათემატიკასთან ერთად ისწავლება ინგლისური I კლასიდან, რუსული III კლასიდან, ხოლო V კლასიდან ესპანური და გერმანული ენა არჩევით. VII კლასიდან განსაკუთრებული მათემატიკის ნიჭის მქონე მოსწავლეთათვის ტესტური გამოცდების საფუძველზე იქმნება კლასი, რომელიც გაწვდილია მათემატიკასა და ფიზიკაში დამატებითი საათებითა და პროგრამით. VIII კლასიდან ინგლისურ ენაში ხდება PET (Preliminary English Test) და X-XI კლასში FCE (First Certificate English) გამოცდებისათვის მოსწავლეთა დამატებითი მომზადება.
სკოლას მჭიდრო ურთიერთობა აქვს გოეთეს უნივერსიტეტის გერმანიის საელჩოს ეგიდით მიმდინარე ენის “Studienbrucke”-ს პროგრამასთან და ასევე ხდება მოსწავლეების მომზადება “ხიდი განათლებისაკენ” გამოცდებისათვის.
მე-III საფეხურზე მიმდინარეობს CAT-ის გამოცდებისათვის მზადება, რაც გულისხმობს ამ საგნების გაძლერებული სწავლებას. XII კლასის მოსწავლეები ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, კურსდამთავრებულნი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ხდებიან.
განათლების ხარისხის მაჩვენებელია ტესტირების შედეგები, რომელიც სისტემატურად ტარდება და შედეგების საფუძველზე დგება რეიტინგი
წარჩინებულ მოსწავლეთათვის დაწესებულია სტიპენდია და “საუკეთესო მოსწავლის პრიზი”.
სკოლა სისტემატიურად მონაწილეობს ოლიმპიადებში, კონფერენციებში, კონკურსებში, ჩართულია საქველმოქმედო ღონისძიებებში, ეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ექსკურსია, ლაშქრობები.
ჩვენი სკოლის მუდმივი პარტნიორია “სკოლა-ოჯახი-საზოგადოება” – ასოციაცია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა განათლების სფეროში.
“თამარიონში” შექმნილია სასიამოვნო გარემო.სკოლას აქვს კარგი ინფრასტრუქტურა. ჰყავს გამოცდილი ადმინისტრაცია, განათლებული და შემოქმედებითი პედაგოგები, რომლებიც მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად ქმნიან ერთიან გუნდს, სადაც თითოეულმა კარგად იცის, რომ ის არის ერთგული შვილი და მსახური ქვეყნისა.
ჩვენი დევიზია: “თამარიონი”- წარმათებული მომავალია!
Copyright © 2024 Created by INFINITY. All Rights Reserved.