სიახლეები

tamarioni image

„დედამიწა შველას ითხოვს“ - საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ ორგანიზებული კვირეული წარმატებით დასრულდა

25 April 2022


 სასკოლო პროექტის „საუკეთესო მომავლისთვის“ ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ კვირეული „დედამიწა შველას ითხოვს“ მოაწყო.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო  და მრავალფეროვანი ჩანახატები და ნახატები შექმნეს,  მოეწყო ნახატების გამოფენა სააქტო დარბაზში, საიდანაც შეირჩა 15 საუკეთესო ნახატი და 16 საუკეთესო თხზულება.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა ნახატებითა და ჩანახატებით გადმოგვცეს ის ტკივილი, რასაც დედამიწა განიცდის, ტკივილი, რომელიც ჩვენ, ადამიანებმა მივაყენეთ. კვირეულის დასასრულს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები. ამ კვირეულით მოსწავლეებმა მოგვაწვდინეს თავიანთი ხმა, რომ  „დედამიწას გადარჩენა სურს“ - აღნიშნა კათედრის  ხელმძღვანელმა ნინო მოლაშხიამ. 

იხილეთ ფოტოები

Copyright © 2016. "თამარიონი"