სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ ღონისძიება „დედამიწა ზეიმობს გაზაფხულს“ გაიმართა

21 April 2022


სკოლა „თამარიონში“ დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით ღონისძიება „დედამიწა ზეიმობს გაზაფხულს“ გაიმართა.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური და საცეკვაო ნომრები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნამუშევარი წარმოუდგინეს. სკოლის ეზოში ასევე მოეწყო შინაური ცხოველებისა და ფრინველების გამოფენა.

დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეები სახის მოხატვის სერვისსაც სთავაზობდნენ, მშობლების ინიციატივით დაიწნა ყვავილების გვირგვინები“ - აღნიშნეს კათედრაზე. 

ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ დადგმული ფლეშმობით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები (ფოტოების სრულად სანახავად გადადით ლინკზე

 

 

Copyright © 2016. "თამარიონი"