სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ მათემატიკის კათედრის ორგანიზებით გამოფენა „მათემატიკა მეცნიერების დედოფალია“ გაიმართა

12 April 2022


 სკოლა „თამარიონში“ მათემატიკის კათედრის ორგანიზებით გამოფენა „მათემატიკა მეცნიერების დედოფალია“ გაიმართა. გამოფენას კათედრის თავჯდომარე მაია ბარნაველი ხელმძღვანელობდა.

„გამოფენის მიმდინარეობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სკოლის ეზოში წარმოდგენილ სხვადასხვა აქტივობაში: ამოეხსნათ მათემატიკური თავსატეხები, აეწყოთ ფაზლები, მიეღოთ მონაწილეობა სახალისო ამოცანების ტურში, გაცნობოდნენ ბევრ საინტერესო მათემატიკურ ფაქტს, ემოგზაურათ რიცხვთა სამყაროში, ენახათ მათემატიკური ფოკუსები და სხვა“ - აღნიშნა მაია ბარნაველმა. 

გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრი რუბიკის კუბიკის აწყობაში. მოსწავლეები, რომლებმაც მოცემული დავალება ყველაზე სწრაფად შეასრულეს, სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

Copyright © 2016. "თამარიონი"