სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს

5 April 2022


სკოლა „თამარიონში“ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
 
სკოლის ფსიქოლოგმა ნინო ხუნდიაშვილმა VIII-X კლასების მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია აუტიზმის შესახებ, რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსია. 
 
„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იბადებოდნენ, ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ და მათ განსხვავებული, ორიგინალური აზროვნებით ბევრჯერ უდიდესი წვლილი შეუტანიათ კაცობრიობის ისტორიაში“ - აღნიშნა ფსიქოლოგმა.
 
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. 
 
იხილეთ ფოტოები: 
 
 

Copyright © 2016. "თამარიონი"