სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ სასკოლო პროექტი „საუკეთესო მომავლისთვის“ განხორციელდება

5 April 2022


კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლა ,,თამარიონის“ მოსწავლეებში არაფორმალური განათლების დაბალი მოტივაციაა.
 
აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა სასკოლო პროექტის შექმნისა, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებში არაფორმალური განათლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. შეიქმნა პროექტი სახელწოდებით „საუკეთესო მომავლისათვის“ (კოორდინატორი – ნინო მოლაშხია).
 
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია სკოლის დაწყებითი ( I-VI), საბაზო (VII-IX), საშუალო (X-XII) საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და საგნის მასწავლებლები. 
 
სასკოლო პროექტი მოსწავლეებს უნვითარებს კვლევით, შემოქმედებით და სპორტულ უნარ–ჩვევებს. ასევე, მათ ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობა.
 
პროექტის განხორციელება დაიწყო ამა წლის მარტის თვეში და დასრულდება 2023 წლის მაისში.
 
სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება ჩვენს ფეისბუქ და ვებ გვერდებზე.

Copyright © 2016. "თამარიონი"