სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო გაიმართა

31 March 2022


 

„ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და... შორეული ცის სილაჟვარდე“ - სკოლა „თამარიონში“ VIII/2 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გალაკტიონის პოეზიის საღამო გაიმართა.

 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო განდელიძე ხელმძღვანელობდა.

 

„მოსწავლეები მოგვიყვნენ ,,კაცი ბედნიერისა და უბედურის" შესახებ, გვიჩვენებდნენ არაჩვეულებრივად მომზადებულ  სლაიდს, გადმოგვცემდნენ პოეტის ტკივილსა და სულიერ ობლობას, მუსიკის ფონზე გვიკითხავდნენ პოეტის შეუდარებელ ლექსებს დიდი განცდითა და გრძნობით. მათ ძალიან ლამაზი წუთები აჩუქეს ერთმანეთსა და მსმენელს... გალაკტიონის სიყვარული დაიბადა მათ არსებაში“ - აღნიშნა ნინო განდელიძემ.

 

იხილეთ ფოტოები:

Copyright © 2016. "თამარიონი"