Previous slide
Next slide

სკოლის მისია და რეგისტრაციის წესები

-02

მისია და მიზნები

სკოლა „თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს.

მიზნობრივი აღზრდა

სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდების პიროვნულ ზრდას, რათა გახდნენ ტოლერანტული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ წარმატებულ თვითრეალიზაციას.

განხორციელების სისტემა

სკოლა ქმნის თანამედროვე სისტემას განათლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების რეჟიმში.

განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმი

სკოლა მუდმივად იმართება და ახლდება, რათა შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და ახლებური მიდგომები სასწავლო პროცესში.

მოსწავლეთა მიღება

პირველ კლასში რეგისტრაციის წესები

პირველ კლასში მოსწავლეები მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრებისა და სასკოლო მზაობის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების გათვალისწინებით.

პირველ კლასში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: 

1. მშობლის განცხადება

2. დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

3. ორი ფოტოსურათი (3X4);

4. ჯანმრთელობის ცნობა;

5. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;

უფროსკლასელთა რეგისტრაციის წესები

მაღალ კლასებში მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით. თავისუფალი ადგილის არარსებობისას, მოსწავლეები განთავსდებიან სარეზერვო სიაში. ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია მსურველს მიაწვდის ინფორმაციას. 

II-XII კლასებში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია: 

1. განცხადება

2. მოსწავლის პირადი საქმე (სკოლის ბეჭდით დამოწმებული);

3. დაბადებისმოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);

4. ბრძანების ამონაწერი, მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის თაობაზე;

გადასახადი

2025-2026 სასწავლო წელს, სკოლის I-II კლასებში, სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4500  (ოთხიათას ხუთას) ლარს.  სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

III-XII კლასებში 4000 (ოთხიათას ) ლარს. სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე; XII კლასში სააბიტურიენტო საგნების გაძლიერებული სწავლება. 

მშობელს საშუალება აქვს სწავლის ღირებულება გადაიხადოს ყოველთვიური გადახდის პრინციპით. შეღავათი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სამი, ან სამზე მეტი შვილი ერთდროულად დადის ჩვენს სკოლაში (მესამე შვილი სრულად თავისუფლდება გადასახადისაგან). 

სიახლეები

„თამარიონში“ გამოფენა „პროფესიის მიღმა“ გაიმართა

სკოლა „თამარიონში“ გაიმართა დაწყებითი კლასების პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „პროფესიის მიღმა“. გამოფენის მიზანი იყო, დაენახა ყველას ის მრავალმხრივი ნიჭი, შემოქმედება და ინტერესები, რომლებიც მასწავლებლების პროფესიულ

Read More »

მოლის დღესასწაული „თამარიონში“

მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ უბრალოდ ქიმიის მოყვარულები 23 ოქტომბერს, მოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.  დღე, დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება და თარიღი 6:02 10/23 იქმნება,

Read More »

„თამარიონში“ ენების ევროპული დღე აღნიშნეს

26 სექტემბერს სკოლა „თამარიონში“ ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. აქტივობებში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ. ღონისძიება ინგლისურის, გერმანულის და რუსული ენის

Read More »