სიახლეები

tamarioni image

სასკოლო პროექტის ფარგლებში სკოლა „თამარიონში“ კვირეული „პროფესია ექიმი“ გაიმართა 

21 April 2022


 

სკოლა „თამარიონის“ სასკოლო პროექტის „საუკეთესო მომავლისათვის“ ფარგლებში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კვირეული „პროფესია ექიმი“ მოეწყო. 

კვირეულში სხვადასხვა პროფილის ექიმი მშობლები (ენდოკრინოლოგი, სტომატოლოგი, კარდიორეანიმატოლოგი, დერმატოლოგი და გინეკოლოგი) მონაწილეობდნენ. 

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს. 

იხილეთ ფოტოები: 

Copyright © 2016. "თამარიონი"